მდინარაძე: სააკაშვილისა და გახარიას პარტიის პოლიტიკური ქორწინება შედგა

მდინარაძე: სააკაშვილისა და გახარიას პარტიის პოლიტიკური ქორწინება შედგა

31-01-2022, 19:48 - 2022
1 187
       

„სააკაშვილისა და გახარიას პარტიის პოლიტიკური ქორწინება, კოალიცია საბოლოოდ შედგა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ერთ ორგანიზმად იგრძნო თავი და ამას აღარც მალავენ“.

„ის, რაც მოხდა სამეგრელოს 2 რაიონში რამდენიმე დღის წინ, დაფიქსირდა რუსთავშიც. რეგიონებში ამას უწოდებენ სააკაშვილისა და გახარიას პარტიის პოლიტიკურ ქორწინებას, ეს რეალურადაც ასეა, მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა. რუსთავშიც ასე გადაწყვიტეს, რომ ისინი ერთად იქნებიან. როდესაც გვქონდა მოცემულობა და ამ ქვეყანაში ვიღაცებს სჯეროდათ, რომ ერთ დროს, ერთ ქალაქსა და ერთ სასტუმროში შეიძლება დაემთხვეს 2 ადამიანის ყოფნა, მათ შორის გახარია და სააკაშვილის. მაგრამ ჩვენ ამის არ გვჯეროდა, რომ ეს დამთხვევა იყო. სწორედ დღეს დასტურდება, რომ ასეთი დამთხვევები არ ხდება. მათ უკვე ერთ ორგანიზმად იგრძნეს თავი და აღარც მალავენ ამ პოლიტიკურ ერთობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, დღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები