რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია აირჩია.
ნოდარ შეროზიამ 18 ხმა მიიღო. პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მხარი საკუთარი პარტიის 2-მა და „ნაციონალური მოძრაობის“ 16-მა წევრმა დაუჭირა.
„ქართული ოცნების“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და არც საკუთარი კანდიდატი წარადგინეს.
ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს.