სოფელ დიღომში ხელოსანი მოკლეს, მისი დამხმარე კი დაჭრილია

სოფელ დიღომში ხელოსანი მოკლეს, მისი დამხმარე კი დაჭრილია

19-12-2022, 23:54 - 2022
1 042
       

სოფელ დიღომში მოკლულია ავტო ხელოსანი, მისი დამხმარე კი ცეცხლნასროლი ჭრილობებით კლინიკაშია მოთავსებული.
 
დაპირისპირების დეტალები უცნობია.  შემთხვევა გუშინ დღის საათებში მოხდა, თუმცა ადგილობრივებმა მხოლოდ სროლის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი დამნაშავე გაქცეული დახვდათ.
 
მეორე დღეა ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
 
შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები