მეუფე გრიგოლი - მომავალ კვირაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ

მეუფე გრიგოლი - მომავალ კვირაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ

18-12-2022, 22:35 - 2022
454
       

„მიხეილ სააკაშვილზე ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და სანდოობის ხარისხი დაბალია და სულ არ მიკვირს, ვიღაცას სჯერა მისი ცუდად ყოფნა, ვიღაცას არ სჯერა“, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხს.
 
მისი თქმით, ის მომავალ კვირაში გეგმავს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებას.
 
მე არცერთ პატიმარს არ ვურჩევ ციხეში სიკვდილს და საერთოდ სიკვდილი ამ წუთისოფელში ერთგვარი ბუნებრივი მოვლენაც არის, ყველანი წავალთ, მაგრამ არავის ვურჩევდი, რა თქმა უნდა, რომ ეს მოხდეს იმაზე ადრე, ვიდრე ღმერთი განაგებს და ნუ ჩაერევით ღვთის განგებულებაში.
 
რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილს, მოგეხსენებათ საერთოდ ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და სანდობის ხარისხი დაბალია და სულ არ მიკვირს ვიღაცას სჯერა ცუდად ყოფნა, ვიღაცას - არ სჯერა. მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მომავალ კვირაში ვგეგმავ, პატიმრების მონახულებას, მათ შორის ბატონი მიხეილ სააკაშვილისა და ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ ამ პიროვნებას და უფრო რეალური სურათი შეიქმნება ჩემთვის მისი მდგომარეობის შესახებ
“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
 
მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სრული მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
 
მე არა ვარ სამართლის მცოდნე და როდის რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ანუ სასამართლო, ანუ კანონმდებელი. ერთი რამ ვიცი, ციხიდან ავადმყოფობით გათავისუფლებული ადამიანები, პირადად მე რაც ვიცი და მინახავს საკუთარი თვალით, გამოდიან ციხიდან იმისთვის, რომ უკვე სახლში მოკვდნენ, აი, ეს არის მოცემულობა, კანონმდებლობა რასაც ამბობს. გასაგებია, მეორე შემთხვევა, რომ სამკურნალოდ გააგზავნონ, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს იმისათვის, რომ დაცული იყოს მისი როგორც ადამიანის, მისი როგორც პიროვნების, როგორც პატიმრის სიცოცხლე. სიმართლე გითხრათ, რა თქმა უნდა კადრები ნანახი მაქვს მე, თუმცა სრული ინფორმაცია რაც ვრცელდება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, კადრები ხშირად ისეთ ჯადოქრობის ქვეშ გადიან ხოლმე, რომ ათას რამეს გაჩვენებენ, ავსაც და კარგსაც“,- აცხადებს მეუფე გრიგოლი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები