გიული ალასანიას განცხადებით, ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა მიმდინარეობს.
როგორც გიული ალასანიამ „ვავამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ხდება სააკაშვილის ყველა მოქმედების კონტროლი, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
„კადრების გამოქვეყნება - ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის. ფაქტობრივად მიმდინარეობს ადამიანის მკვლელობა. არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. მისი ყოველი ამოსუნთქვა, მოქმედება, როგორიც არ უნდა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტობრივად მიდის ამის ტრანსლაცია. როგორცუნდა იგრძნოს ადამიანმა თავი, ცხოვრება ჰქვია ამას? - ეს არის სიკვდილით დასჯა, [სიკვდილი] მისჯილი ადამიანია“, - განაცხადა გიული ალასანიამ.