„სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური“ - ზურაბიშვილი რუსეთიდან მასობრივ მიგრაციაზე

„სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური“ - ზურაბიშვილი რუსეთიდან მასობრივ მიგრაციაზე

17-12-2022, 21:47 - 2022
399
       

„არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც რუსეთიდან მასიურ მიგრაციას ეხება, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.
 
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დასაშვებია რომ საზღვარი გახსნილი იყოს განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან, მაგრამ ამავდროულად, უნდა იყოს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში „არასასურველი განზრახვები თავიდან იქნას აცილებული“.
 
ზოგიერთი ჯგუფი ფიქრობდეს, რომ კრიტიკა მიმართული იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და არა ოკუპანტის მიმართ, მაგრამ ოკუპაცია რჩება მთავარ გამოწვევად. ეს, ასეა! რუსეთის ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უდიდესი გამოწვევაა. ჩვენი მოქალაქეები ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ესენი არიან მოქალაქეები, ვინც აფხაზეთში ცხოვრობენ. მათ ამ გამოწვევებთან ერთად უწევთ ცხოვრება, მათსავე ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებით. ისინი არიან ამ მობილიზაციის მსხვერპლნი, ასევე უწევთ მუქარის ატანა. მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ საქართველომ შეიძლება ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს არ ხდება ტერიტორიების უკან მიტაცებით. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა.
 
ასევე არის კიდევ ერთი გამოწვევა,რომელიც რუსეთიდან მასიურ მიგრაციას ეხება. გამოწვევა, რომელიც გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულიად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში არასასურველი განზრახვები თავიდან ავირიდოთ
“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები