ზურა მახარაძე: მაშანტაჟებენ, ბრძოლის ველს ვტოვებ

ზურა მახარაძე: მაშანტაჟებენ, ბრძოლის ველს ვტოვებ

17-12-2022, 02:27 - 2022
1 163
       

„ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი, ზურა მახარაძე ამბობს, რომ ინტიმური ურთიერთობის კადრებით აშანტაჟებენ, ამიტომ ის  „ბრძოლის წინა ხაზზე“ აღარ იქნება.
 
მახარაძემ ეთერში არ აკონკრეტებს მათ ვინაობას, ვინც მას აშანტაჟებს და ბოდიშს იხდის, რომ „მოწოდების სიმაღლეზე“ ვერ აღმოჩნდა.
 
არის დრო - ავხსნი, რატომ არის საჭირო, მხარდამჭერებს ავუხსნა, რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს, რადგან მნიშვნელოვანია - იმის გასაგებადაც, ჩვენი საქმე რამდენად მნიშვნელოვანია. სიტუაცია სინამდვილეში არის ესეთი: კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც - ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. არის ეგეთი გარემოება, რომ სხვა კიდე, ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცეებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ“,  - ამბობს ზურა მახარაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები