„ძალიან დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ მიუხედავად მათი ასეთი გასაჭირისა, ომშია ხალხი, არც ერთი დღე არ შეუწყვეტიათ ჩემს შვილზე ფიქრი და ზრუნვა“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ომბუდსმენის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის მონახულება არაერთხელ უცდია, თუმცა მათ ყველა შემთხვევაზე უარი მიიღეს.
„სააკაშვილი განსაკუთრებული მოქალაქეა, მაღალ თანამდებობაზეა, პასუხისმგებელი პირია და იმ თანამდებობაზე დღემდე რჩება. უკრაინელები არასდროს გაჩერებულან და ეს მცდელობები არასდროს შეუწყვეტიათ. არაერთხელ ყოფილა მსგავსი შემთხვევა და ყოველთვის უარი მიიღეს, ესეც ხომ ვიცით. ძალიან დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ მიუხედავად მათი ასეთი გასაჭირისა, ომშია ხალხი, არც ერთი დღე არ შეუწყვეტიათ ჩემს შვილზე ფიქრი და ზრუნვა. ძალიან მადლობელი ვარ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.