„მიშა ჩემთვის არ არის მხოლოდ პარტია და მანდატი, ამიტომ მანდატების დატოვების საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ისინი განიხილავენ ყველა ბერკეტს, რომელიც შედეგიანი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
„ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, მაგრამ იმ ბერკეტებს, რომელსაც ექნება შედეგი. მე მესმის, შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ამომრჩევლებს კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ მე როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ძალიან განიცდის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიშა ჩემთვის არ არის მხოლოდ მანდატი და პარტია და ჩემი მეგობრებისთვისაც, ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო, ეს ახლა არ განიხილება“, - განაცხადა დეკანოიძემ.