ბრეგაძე „ენმ-ს“ წევრებს: დასხედით, დასხედით, „ხუთიანიც“ ვერ მიიღეთ

ბრეგაძე „ენმ-ს“ წევრებს: დასხედით, დასხედით, „ხუთიანიც“ ვერ მიიღეთ

16-12-2022, 14:04 - 2022
367
       

„დასხედით, დასხედით, „ხუთიანიც“ ვერ მიიღეთ ხომ ხედავთ“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მას შემდეგ რაც მათ სხდომათა დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და ბანერები გამოფინეს.
 
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საერთო ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან.
 
მინდა ქართველ ხალხს ბოდიში მოვუხადო, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ იმას, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან. აქ ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება. როცა ადამიანს აბრალებთ, რომ ის არის მკვლელი, შევახსენებ ამ ოროსნებს, რომ მის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ და შესაბამისად, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეიძლება უწოდო მკვლელი. თუმცა, მსგავსი ტიპის ცილისწამებებს, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ. აქვე, სამწუხაროდ, არ ჩანს, მედია დააფიქსირებდა, კონკრეტულად ოჯახის წევრებსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს მათ მიერ, რაც დაუშვებელია და იმ მარაზმზე მეტყველებს, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს და კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ დაუნდობელ სახეს. ნათლად აჩვენებს იმას, რომ ისინი მართლაც არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
 
ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. სხდომა ხმაურით დაიწყო. ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი სასესიო დარბაზი დატოვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები