პაპუაშვილი - სააკაშვილის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესს არ ემთხვევა

პაპუაშვილი - სააკაშვილის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესს არ ემთხვევა

16-12-2022, 11:27 - 2022
389
       

„მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესი სახელმწიფოს ინტერესს არ ემთხვევა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
 
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის და მისი მეგობრების მსგავსი ინტერესის გამო, გარკვეულწილად გამოუვალ მდგომარეობაშია თავად კლინიკაც.
 
ჩვენ მოვისმენთ გუშინ „ვივამედის“ დირექტორის ინფორმაცია, რომ არ თანამშრომლობს მიხეილ სააკაშვილი ექიმებთან. მოვისმინეთ და ვნახეთ, მათ შორის, რომ არის უხეში ძალადობის ფაქტებიც ექიმების მიმართ, ის, რომ რაც ექიმების მხრიდან არის მოწოდებები, არ ემორჩილება და ასეთი სახის ქმედებები (შიმშილობა) და მათ შორის, განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოს მხარეს, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდეს იმედი, დაიმძიმოს თავი იმისთვის, რომ რაღაცნაირად შექმნას პირობა მისთვის სასჯელის გადავადებისთვის. ჩვენ ვნახეთ გუშინ "ვივამედის" კლინიკის განცხადება და ფაქტობრივად, ასეც არის, ისეთი მდგომარეობაა, რომ ექიმების ინტერესი გააჯანსაღონ სააკაშვილი და სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესი, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ის იმისთვის, რომ რამენაირად იქნებ შექმნან პირობა სასჯელის გადავადებისთვის, ეს ორი ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა და გარკვეულწილად დილემის და გამოუვალ მდგომარეობაშია თავად კლინიკაც, რადგან მთელი ინტერესი სააკაშვილის და მისი გარემოცვის არის, რომ რამენაირად დამძიმდეს ის.
 
ასეთი სახის ქმედებები, ისევე როგორც განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე, უქმნის მიხეილ სააკაშვილს იმის შთაბეჭდილებას, რომ გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან საკუთარ ჯანმრთელობაზე და გარკვეულწილად, არის წახალისება მისი ქმედების.
 
მთელი პრობლემა არის, რომ სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესი შიგნით და გარეთ არის ის, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს, რაც უფრო მეტად დამძიმდება მისი მდგომარეობა, ფიქრობენ, რომ უფრო მეტად შექმნიან გარემოებას, სასამართლომ იმსჯელოს სასჯელის გადავადებაზე. ხოლო კლინიკის და სახელმწიფოს ინტერესია, ის რაც შეიძლება უფრო სწრაფად გაჯანსაღდეს და მოძლიერდეს, სააკაშვილის და მისი მეგობრების და სახელმწიფოს ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა. სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გაჯანსაღდეს, დაბრუნდეს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოიხადოს სასჯელი, ხოლო სააკაშვილის და მისი მეგობრების ინტერესია, რაც შეიძლება დამძიმდეს, რომ რაიმენაირად მისცენ სასამართლოს ამის პირობა
“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
 
ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ნახა, რომ რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რა სურათის შექმნაც სააკაშვილის მეგობრებს სურდათ.
 
რაც ილაპარაკა გუშინ „ვივამედის“ ხელმძღვანელმა, მგონი ყველას ეს შთაბეჭდილება შეგვექმნა კადრებიდან, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება კლინიკის პერსონალს და აგრესიულია მათ მიმართ. როცა საუბარია ამ საკითხებზე არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი. კონტექსტი არის ის, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში იყო საუბარი, რომ თითქოს ბოლო წუთებს ითვლის სააკაშვილი, თითქოს იყო გამოუვალი, დამძიმებული მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე მასთან შედიოდნენ მნახველები და იცოდნენ რეალური მდგომარეობა რაც არის. ეს არის საბოლოო ჯამში რაც ნახა საზოგადოებამ, რომ რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რისი აღქმის შექმნაც სურდათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები