„პირდაპირ გეტყვით - ხალხის აქტიურობის გარეშე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ვაშაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ კლინიკა „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.
„საზოგადოებისგან იყო ბუნებრივი რეაქცია - ასეთი დამონტაჟებული კადრების ჩვენება არის ადამიანის წამება. როცა ხელისუფლება ასეთ რამეს აკეთებს, ის ამისთვის დაისჯება - ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული! ადვოკატს, რომელიც კადრების გადაცემას ითხოვდა, ეუბნებოდნენ, რომ კადრები წაშლილი იყო და იმ წაშლილი კადრებიდან, აპრილიდან მოყოლებული დეკემბრის ჩათვლით დამონტაჟებული, სპეკულაციური მასალა გაავრცელეს, რაზეც “ქართული ოცნება“ ცხვირში მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.