კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მივიდა.
მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.
„რა თქმა უნდა, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული ერთი მხრივ იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან და მეორეს მხრივ პენიტენციური სამსახურის მხრიდან, როდესაც მოიტყუა მოიტყუა პროცესზე მათმა წარმომადგენელმა, თითქოს, რომ რაღაც ორგანიზება გაუკეთეს მის ვიდეო ჩართვას, როგორც ჩანს, გამიზნული იყო, რომ პროცესი რამენაირად ჩაშლილიყო და საღამოს ეს კადრები გავრცელებულიყო. მოუწევთ სააკაშვილის მაინც ჩართვა და რაღაცნაირად უნდა შეანელონ ეფექტი, რასაც საზოგადოება დაინახავს“,- თქვა ხაჭაპურიძემ