პოლიცია „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ძარცვა თბილისში, პეკინის გამზირზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2 საათის წინ მოხდა. მძარცველი ბანკში შეიარაღებული შეიჭრა, დაცვის თანამშრომლები გაკოჭა და თანხა წაიღო. თანხის რაოდენობა უცნობია.
ამ დრომდე ადგილზე მუშაობს საგამოძიებო სამსახური, მიმდინარეობს ბანკის თანამშრომლებისა და თვითმხილველების დაკითხვა.