ირაკლი ჩიხლაძე: აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება

ირაკლი ჩიხლაძე: აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება

14-12-2022, 23:35 - 2022
957
       

„აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოყვება შესაბამისი რეაგირება“, - ამის შესახებ TV IMEDI-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა.


ჩიხლაძე ტელეკომპანიის ოპერატორის მხრიდან „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ფიზიკური ძალადობისა და გინების ფაქტს გამოეხმაურა.

„კადრები, რომელიც ვიხილე არის ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. ძალადობის არცერთ ფორმას გამართლება არ აქვს და ვერანაირად ვერ წაახალისებს ვერავინ. 

ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა. აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოყვება შესაბამისი რეაგირება. ვწუხვარ და ძალიან მიმძიმს“, - წერს ჩიხლაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები