სერგეენკო სააკაშვილის შიმშილობაზე: ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ ამის გაკეთება

სერგეენკო სააკაშვილის შიმშილობაზე: ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ ამის გაკეთება

14-12-2022, 23:24 - 2022
433
       

„იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, პირველ ჯერზე რაც შეძლო ორგანიზმმა, მეორე ჯერზე რესურსები ნაკლები იქნება, ასე რომ, ისევ 50 დღე შიმშილობას ცალსახად არ უნდა ველოდოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.


მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხის ანგაჟირება აზიანებს მისსავე ჯანმრთელობას და ის მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდა კიდეც.

„ჩემი ღრმა რწმენით, ამ საკითხის ანგაჟირება არათუ ხელს უწყობს, არამედ აზიანებს ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის, პაციენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას, თუ ნაყიდი ჰქონდა კომპიუტერები პენიტენციურს, რა პრობლემა შეექმნა, ეს არის კითხვები პენიტენციურთან. მე ველოდი კიდეც ასეთ განვითარებას, რადგან ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია მედიცინაში და იცის, რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე, ეს გადავიდა უარყოფით ფაზაში, რაც გამოიხატა შიმშილობის გამოცხადებაში. ეს მოსალოდნელო იყო და ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა, ყველას ვთხოვ, მის ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ყველას, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ ამის გაკეთება.

არანაირად არ ვარგა, არანაირი ლოგიკით ამის გაკეთება, ყველა ადამიანს უფლება აქვს პროტესტი გამოხატოს, მაგრამ მე უმორჩილესად ვურჩევდი, არ გააკეთოს ეს. მე ველოდებოდი ერთგვარად მოვლენების გამწვავებას, ზოგი შეიძლება ვერ იგებს რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე და რას ნიშნავს, რომ გამინუსდა ეს დამყოლობა და შიმშილობაში გამოიხატა. არ შეიძლება ამის გაკეთება, კარგი იქნება თუ განიხილავს შესაძლებლობას, რომ დაუბრუნდეს ნორმალურ კვებას.

იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, პირველ ჯერზე რაც შეძლო ორგანიზმმა, მეორე ჯერზე რესურსები ნაკლები იქნება, ასე რომ, ისევ 50 დღე შიმშილობას ცალსახად არ უნდა ველოდოთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა სერგეენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები