მანჯგალაძე - ვალდებულები ვართ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი

მანჯგალაძე - ვალდებულები ვართ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი

14-12-2022, 23:17 - 2022
330
       

„ვალდებულები ვართ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.


მისი განაცხადებით, სააკაშვილი პროტესტს გამოხატავს.

„ხელისუფლება მალავს სააკაშვილს, რადგან ის არის ძალიან მძიმედ, მისი სასიცოცხლო რესურსი დიდი არ არის და ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ფატალური შედეგი. მიხეილ სააკაშვილი არ იყენებს თვითდაზიანებას, ის გამოხატავს პროტესტს იმ სპეცოპერაციის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებენ მის წინააღმდეგ. სპეცოპერაცია სახეზეა და მიმდინარეობს საინფორმაციო პროპაგანდა, რომ თვითდაზიანებას იყენებს, ისევე როგორც პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებით, როცა როგორც ცხოველი, ისე ნადირობდნენ და შემდეგ გამოაცხადეს თვითმკვლელობა. ამ სპეცოპერაციას ახორციელებს ერთი და იგივე ძალა, ახლა ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია და არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას ვუჭერთ მხარს, უნდა შევთანხმდეთ მთავარ ღირებულებაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ხელშეუვალი. ვალდებულები ვართ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი. ხელისუფლება როგორც ექცევა ერთ ადამიანს, ისე მოექცევა სხვებსაც. ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები უნდა ვაჩვენოთ, რომ "ქართული ოცნება" თუ ღიად დაადგება ამ გზას რაც არჩეული აქვს, მაშინ რომელ გზასაც აირჩევს იმავე გზაზე უნდა შევხვდეთ. ჩვენ ვიცით თომას ჯეფერსონის ცნობილი გამოთქმა - ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს ხალხის ინტერესს, ხალხს უფლება აქვს ის შეცვალოს. მე რომ ვიღებდე მარტო გადაწყვეტილებას, მე დღესვე მოვითხოვდი ხალხი გამოსულიყო ქუჩაში, დღესვე მოვითხოვდი ქუდზე კაცი გამოსულიყო, ვისთვისაც ძვირფასია ერთი ადამიანის სიცოცხლე და საქართველოს მომავალი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები