სანდრო რაქვიაშვილი: 21-ე საუკუნეში თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, მინიმუმ უხერხულია

სანდრო რაქვიაშვილი: 21-ე საუკუნეში თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, მინიმუმ უხერხულია

14-12-2022, 23:11 - 2022
424
       

„21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით, პანდემიის შემდეგ თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, უხერხული უნდა იყოს მინიმუმ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა სანდო რაქვიაშვილმა განაცხადა.


რაქვიაშვილი სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იგივე წრეზე ვტრიალებთ.

„არ არსებობს არანაირი ლოგიკური ახსნა, რატომ არ ჩართეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში, ვერანაირად ვერ გამართლდება იუსტიციის სამინისტრო, ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზღუდავენ. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, მაგრამ ეს რატომ დასჭირდათ? 21- ე საუკუნეში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, ეს მინიმუმ უხერხული უნდა იყოს. შიმშილობას რაც ეხება, ძალიან ცუდია, რომ იგივე წრეზე ვტრიალებთ და მესმის, რომ ამის გადადება მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში არ შედის, ცხადია, მას უფლება აქვს დაესწროს სხდომებს. გაუგებარია, რატომ ხდება ეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება საერთოდ დაიკარგოს შესაძლებლობა მშვიდად ვიმსჯელოთ რაიმე პრობლემაზე და მოგვიწვეს ამ ემოციების ფონზე პოლიტიკაში ყოფნა“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები