ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად დამალა

ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად დამალა

14-12-2022, 21:51 - 2022
415
       

„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად დამალა“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.


მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები არის იმის დასტური, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს არის პირადი შურისძიება და არავითარი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან.

„იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“დამალა მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად და ძალიან სამარცხვინო მიზეზი გაგვიზიარა, რომ თითქოს ტექნიკურად ეს შეუძლებელია, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი არის რთულ ვითარებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამ ქვეყანას არ ჰყავს იუსტიციის მინისტრი, ეს არის კაცი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ნება, ზნეობა და სინდისი და მზად არის პირდაპირ შეასრულოს ბრძანებები. ეს არის სამარცხვინო და ყველაფერთან ერთად ბოროტება, რადგან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს“, - განაცხადა სამნიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები