სამადაშვილი - „ოცნება“ სანამ არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს

სამადაშვილი - „ოცნება“ სანამ არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს
14-12-2022, 21:43 - 2022
313

„ქართული ოცნება“ სანამ არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოისმინეს ევროპარლამენტში, არის ვერდიქტი „ქართული ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილისთვის.

„მოვისმინეთ ძალიან ბევრი საუბარი პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაზე, მათ შორის სააკაშვილის, გვარამიას საქმე და არამხოლოდ. ფაქტობრივად, ჩვენ გვითხრეს, რომ მოთხოვნების შესრულება არ მიმდინარეობს იმ ტემპით და საერთოდ პროგრესი ამ კუთხით არ არის. ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტში ნიშნავს იმას, რომ ასე თუ გააგრძელებს "ქართული ოცნება" და როგორც ჩანს, ასე აპირებს, საქართველო არა თუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, არამედ, უფრო იზოლირებული იქნება ევროკავშირისგან და დასავლეთისგან და უფრო მყარად დაექვემდებარება რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ ზეგავლენას. ამაზე პასუხი როცა აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ „ევროპარლამენტში დებატები დაცლილია ევროპისგან“, მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის ხელისუფლება, რომლის დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირის დღის წესრიგს და ევროკავშირის მოლოდინებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ამიტომ "ქართული ოცნება" სანამ არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს დადასტურდა გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, ჩვენი ქვეყანა კი კიდევ უფრო გაღარიბდება, კიდევ უფრო დაუცველი გახდება, დაუცველი და გაღარიბებული დარჩება მისი ნებისმიერი მოქალაქე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა