კობახიძე სააკაშვილზე: რაის მესამე პრეზიდენტი? პირველი მკვლელი და დიქტატორია

კობახიძე სააკაშვილზე: რაის მესამე პრეზიდენტი? პირველი მკვლელი და დიქტატორია

14-12-2022, 21:23 - 2022
566
       

„მართლა ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე - სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არ არის, ის არის პირველი ავანტიურისტი და მკვლელი სინამდვილეში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ბელადი, რომელმაც საქართველოში რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლა.

„მართლა აღმაშფოთებელია და ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე. გუშინ, მაგალითად, 15 კმ ავტობანი გაიხსნა - ეს აინტერესებს ხალხს. არავის არ აინტერესებს ეს ამბავი მედიაში და აინტერესებთ კრიმინალი სააკაშვილი სად იქნება და როგორ იქნება. ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია გამოდიოდა და ამბობდა ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც პატიმრებს კლავენო, მე შეგახსენებთ, რომ მათმა ხელისუფლებამ რამდენიმე ასეულობით პატიმარი მოკლა და ამ რეჟიმის ბელადს ნუ გადაგვაყოლებთ რა, ამოვიდა ყელში ამაზე საუბარი. მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ბელადი, რომელმაც საქართველოში რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლა, რაც პირდაპირ ციფრებით არის დადასტურებული და მკვლელების ბელადზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მე-500 დღეა მე მგონი. რა უბედურებაა, სირცხვილი არ არის?!“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები