იუკნევიჩიენე „ოცნებას“: გააკეთეთ ყველაფერი, რათა სააკაშვილის სიცოცხლე თქვენს სინდისზე არ იყოს

იუკნევიჩიენე „ოცნებას“: გააკეთეთ ყველაფერი, რათა სააკაშვილის სიცოცხლე თქვენს სინდისზე არ იყოს

14-12-2022, 11:26 - 2022
403
       

„მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშის შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.


მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

„საქართველო ეკუთვნის ევროპას. ის საბჭოთა რუსეთმა ძალით ჩამოაშორა ევროპას. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჰიტლერისა და სტალინის მიერ ევროპაში დაწესებული გამყოფი ხაზების ნარჩენები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი, ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირს უფრო ძლიერს გახდის, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ქართველი ხალხის. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, ყველაფერი, რაც უნდა გააკეთონ, წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში და მათ უნდა შეასრულონ ის მანიპულაციებისა და თვალთმაქცობის გარეშე. მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება ეს არის პუტინის პოლიტიკა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები