ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს ქართველ პოლიტიკოსებს მიმართა.
მან ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, გადადონ განსხვავებები გვერდზე და იმუშაონ ერთად.
„საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. წლების განმავლობაში ვიმეორებთ, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური თავისუფლება და ადამიანის უფლებები საქართველოში მოიცავს საკითხებს, მრავალი ელემენტის გაუმჯობესების გარეშე, სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში ცოტაოდენ კრიტიკულია. რეალური და სრულყოფილი რეფორმების განხორციელება და ამჟამინდელ კანონმდებლობაში ნაკლოვანებების მოგვარება აუცილებელია. პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ადგილი არ არის. თუ ევროპული მომავლისა და კანდიდატის სტატუსის სურვილი არსებობს, იქნება გზაც. საქართველომ უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ. პირდაპირ მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს: გადადეთ გვერდზე თქვენი განსხვავებები, იმუშავეთ დავალების შესასრულებლად, უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელსაც შეუძლია თქვენი მოქალაქეების მისწრაფებების შესრულება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.