„არ მეცოდება, მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს“ - „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი

„არ მეცოდება, მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს“ - „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი

14-12-2022, 00:37 - 2022
522
       

„მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა და POSTV-ის მფლობელმა ვიქტორია ჯაფარიძემ განაცხადა.
 
ის  ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებს, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს საავადმყოფოშია და არა საპყრობილეში.
 
მიშა არ მეცოდება... ნუ წაიღეთ ტვინი ამ მიშათი, შეეშვით ამ ხალხს, მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან ციხეში, ესეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ არ გრცხვენიათ? მე მრცხვენია ეგეთი ლაჩარი რომ გვყავდა. გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს, ვინ ტიროდა ასე? ესეთი მტირალა... ვაიმე დედიკო მიშველე, სტრასბურგში წავიდა...
 
ჩემი უფლებაა, რას ვუსურვებ, არ მეცოდებათქო...მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მასზე დიდი დამნაშვე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია. უხერხულია ის, მე რომ ქვეყნიდან ვიყავი გაქცეული და ჩემი შვილები უმამოდ იზრდებოდნენ... დედას ბიჭი გახდა ხო? ღმერთმა დაიფაროს რომ ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს, მაგრამ არ მეცოდება... არ მეწყინება ყოველ შემთხვევაში
“, - ამბობს ჯაფარიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები