მელია: ერთი უბედურებაა, რომ ღირსეული მტერიც სანატრელია - მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე

მელია: ერთი უბედურებაა, რომ ღირსეული მტერიც სანატრელია - მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე

13-12-2022, 19:27 - 2022
403
       

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის რეპლიკას: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“, ეხმაურება.


როგორც მელია წერს, ერთი უბედურებაა, რომ „ღირსეული მტერი სანატრელია“ მეორე კი ის, რომ „ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“.

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე“ - ამას ამბობს „ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!

ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე.

მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ...

ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!“ , - წერს მელია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები