პრეზიდენტი: მსგავსი რამ საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად ხდება

პრეზიდენტი: მსგავსი რამ საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად ხდება

13-12-2022, 19:14 - 2022
680
       

„საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების მოსმენა, რაც საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა.

„სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები