„სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება.
„პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი ან რაიმე პროფილით განსხვავებული არ არის.
შესაბამისი უწყება ყველა პატიმართან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას.
მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ზოგადად, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.