„სანადირო თოფით მოკლა“ - აჭარაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

„სანადირო თოფით მოკლა“ - აჭარაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
12-12-2022, 07:47 - 2022
779

შსს აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრველებს.

უწყების ცნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მამამთილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 40 წლის ქალი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ლ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ.

პოლიციამ ლ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა