„უკრაინაში მარცხის ფონზე, პუტინის ერთადერთი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის წამებაა“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს რუსულ დირექტივებს.
„ბევრი რამე შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დაშავებული, მაგრამ ისეთი ვერ ექნება დაშავებული, რომ წამებით, ციხეში მოკლა.
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაც პირდაპირ ასრულებს რუსულ დირექტივებს.
რუსული დირექტივების კონტექსტში, ფაქტობრივად მთელი იმ წარუმატებლობის და მარცხის ფონზე, რომელსაც მათ უკრაინელები და ასევე ქართველი მებრძოლები უკრაინაში მიაყენებენ, ამის ფონზე პუტინის ერთადერთი გამარჯვება მსოფლიოს მასშტაბით არის ის, რომ დღეს სააკაშვილს აწამებენ.
შეიძლება ითქვას, რომ მეტი გამარჯვება პუტინს დღეს აღარ აქვს - ის სრულ მარცხშია. ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ახლა კიდევ მიხეილ სააკაშვილისთვის ასეთი სიცოცხლის მოსწრაფება, კითხვას დასვამს საერთოდ ცივილიზაციის რომელ მხარეს ვდგავართ ჩვენ ყველა ერთად - არა ნაციონალი, არა ქართული ოცნების ამ რომელიმე პარტიის წევრი, არამედ ყველა ერთად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.