ვაშაძე - ერთადერთი, ვინც ცდილობს, დაამძიმოსსააკაშვილის მდგომარეობა „ოცნებაა“

ვაშაძე - ერთადერთი, ვინც ცდილობს, დაამძიმოსსააკაშვილის მდგომარეობა „ოცნებაა“

10-12-2022, 15:12 - 2022
423
       

„ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის გადაღებულ და გავრცელებულ ფოტოებს, ვაშაძე განმარტავს, რომ ექიმების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სამი თვის წინ გადაღებულია ეს ფოტოები და დღეს, როგორც ექიმები ამბობენ, გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოების და ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო პოზიციას. ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მისი მდგომარეობა „ქართული ოცნებაა“, რომელიც კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს. სამწუხაროდ, მაქსიმალურად წელავს პროცესს. სცენარი, რომელსაც გვთავაზობენ, არის ის, რომ თითქოს, თვითონ მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. ფაქტია, რომ სამკურნალოა მიხეილ სააკაშვილი და ვერ მკურნალობენ. ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ“, - აღნიშნავს ვაშაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები