კეკელიძე: გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჩვენი ფონდი ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს

კეკელიძე: გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჩვენი ფონდი ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს

10-12-2022, 11:03 - 2022
463
       

„ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირის სახელობის სტიპენდია კონკრეტულად ლანჩხუთის რაიონის მკვიდრებს დაენიშნებათ.

„ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა. ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსცემად“,- წერს გიორგი კეკელიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები