მანჯგალაძე - ღარიბაშვილზე ან კობახიძეზე რომ გავიგო, ძალიან ცუდადაა, იმავეს გავაკეთებდი

მანჯგალაძე - ღარიბაშვილზე ან კობახიძეზე რომ გავიგო, ძალიან ცუდადაა, იმავეს გავაკეთებდი

10-12-2022, 00:38 - 2022
503
       

„მე რომ ხვალ გავიგო, რომ ღარიბაშვილი ან კობახიძე, რომელიც ძალიან არ მომწონს, ცუდადაა, როგორც ადამიანი და მართლაც ქრისტიანი, იმავეს გავაკეთებდი და ვიტყოდი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
 
მისი თქმით, ფარისევლობაა, როდესაც ადამიანს დარიშხანით კლავ და შემდეგ ამას ღმერთის ნებას აწერ.
 
არ ვამბობ, რომ სააკაშვილი კურორტზე გავუშვათ, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა მოვკლათ, ეს არის ველური კანონი. მითუმეტეს, როდესაც მტკიცებულება არსებობს, რომ ადამიანი დარიშხანითაა მოწამლული. ვსაუბრობთ ღმერთის ნებაზე, მაგრამ რა შუაშია ღმერთის ნება? დარიშხანით კლავ ადამიანს და შემდეგ ღმერთის ნებას აწერ? ეს არის ფარისევლობა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
 
ღარიბაშვილმა სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა და ღვთის ანაბარა დატოვა. მანამდე განცხადებები იყო, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს, ასევე ვისმენთ თავხედობას და ლეტალური შედეგი რომ დადგეს, „ქართულ ოცნებას“ არ შერცხვება. გამოვლენ და იტყვიან - ეს სააკაშვილს ჩვენს წინააღმდეგ დაგეგმილი ჰქონდაო. არადა, ვის უნდა სააკაშვილზე მეტად გადარჩენა?! ფარისევლობის პიკია და რატომ აკეთებენ ამას? - იმიტომ, რომ იქნება რეზოლუცია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებით და უნდათ, თავიანთი განცხადებებით არ შექმნან მტკიცებულებები, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულები არიან სააკაშვილის დაკავებაში
“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები