ანა დოლიძე - სააკაშვილის მიმართ არსებობს კონკრეტული შურისძიების გრძნობები

ანა დოლიძე - სააკაშვილის მიმართ არსებობს კონკრეტული შურისძიების გრძნობები

10-12-2022, 00:32 - 2022
466
       

„ეს ხდება იმიტომ, რომ პირდაპირი ვენდეტაა, ანუ სააკაშვილის მიმართ არსებობს კონკრეტული შურისძიების გრძნობები“, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
 
მისი თქმით, არსებული პროცესის დასრულება მნიშვნელოვანია.
 
მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დავამთავროთ და ახალი პარტიები ავირჩიოთ, შანსი მივცეთ იმას, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, შემდეგ აღარ მოვიდეს ვიღაც, რომელიც იტყვის, რომ „მოდი, ახლა ბიძინა ჩავსვათ.
 
დილა იწყება სააკაშვილით და მთავრდება სააკაშვილით. ვის ინტერესშია? „ქართული ოცნების“ინტერესშია. ამიტომაც გადადეს დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო. ბოლო ბოლო, ხომ უნდა გადაწყდეს ეს საქმე, მაქსიმალურად გაწელავენ იმიტომ, რომ სხვა ყველა პოლიტიკური საკითხი ჩაკვდეს, რის გამოც ხელისუფლება ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს
“, - აცხადებს ანა დოლიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები