ღარიბაშვილი: კვლავ ლიდერები ვართ

ღარიბაშვილი: კვლავ ლიდერები ვართ

9-12-2022, 12:08 - 2022
435
       

კორუფციასთან ბრძოლის კუთხით აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კვლავ ლიდერები ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა მმართველმა პარტიამ ხელისუფლებაში მოსვლის თანავე დაიწყო.

„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება.

კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ - ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა.

შედეგები შთამბეჭდავია - ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს.

ჩვენს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები. კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები