გიორგი სააკაშვილი: მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ

გიორგი სააკაშვილი: მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ

9-12-2022, 10:21 - 2022
406
       

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს. 


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაიღუპება, თუ მას დროულად არ მისცემენ საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას.

„ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე! მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ. მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!“, - წერს გიორგი სააკაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები