„ყველაზე გოიმი არსებები მსოფლიოში“ - ასე მოიხსენია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ქართველი ლიბერალები.
მისი თქმით, ისინი ფსევდო ლიბერალები არიან.
„ყველაფერში „ფსევდოები“ არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან ამბიციურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებით, მენტალიტეტით. სინამდვილეში ყველაზე ჩამორჩენილი კასტა ვინც კი არის საქართველოში არიან სწორედ ესენი, ვინც ასეთ რაღაცებს აკეთებს. ესენი არიან ე.წ. ლიბერალები, ფსევდო-ლიბერალები. ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში, მე ასე ვიტყოდი და ეს არის კასტა, ვინც ასეთ რაღაცებს აკეთებს, ამათ სიბნელეს საზღვარი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.