ირაკლი კობახიძემ არ იცის, რუსეთი მტერია თუ არა

ირაკლი კობახიძემ არ იცის, რუსეთი მტერია თუ არა

8-12-2022, 23:29 - 2022
446
       

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, რუსეთი მტერი თუ არა, ვერ უპასუხა.

მისი თქმით, ამას ანალიზი ანალიზი სჭირდება.

„არ არის ეგ მარტივი კითხვა. ანალიზია მთავარი. როცა რაღაცას ამბობ, უნდა დააკონკრეტო, რას გულისხმობ ამაში. მაგალითად, რომ დავუშვათ, რომ ყველაფერი არის ასე თითო ტერმინით გასაზომი, მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ საქართველოში... მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას. მტერის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები, მეორე გაგებაა, რომ ორგანული დაპირისპირება გაქვს, მესამე გაგება არის რაღაც კიდევ და ა.შ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერი არის თუ - არ არის, მოყვარეა, მეგობარია თუ ბიძაშვილია.

არ არის მარტივი კითხვა, რადგან არის რაღაც მარტივი კლიშეები, შაბლონები, ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე, ამიტომ არ არის მარტივი“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები