ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობა“, მათი მხარდამჭერები და მოქალაქეები გაზრდილ ფასებსა და გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა, როდესაც განახევრებულ გადასახადებს დაჰპირდა. მათივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხი „გადააგდო“.
„მოვედით იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას. მოვედით გუბერნიასთან იმისთვის, რომ ბატონ გუბერნატორს შევხვდეთ და პირადად გადავცეთ ხალხის ტკივილი, რადგან თვითონ არ ხვდება მოსახლეობას და იქნებ თვითონ მიაწოდოს პრემიერს. რეალური შედეგი დადგება მაშინ, როცა დადგება ცვლილებები. „ქართული ოცნება“ არის მატყუარა, გადამგდები ხელისუფლება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.