ალასანია: ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა, ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი

ალასანია: ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა, ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი

8-12-2022, 14:15 - 2022
519
       

მესამე პრეზიდენტის დედა საზოგადოებას მიმართავს. 

გიული ალასანიას წერილი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში ვრცელდება და მას უცვლელად გთავაზობთ.

„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.
ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. 
არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს, - ნათქვამია გიული ალასანიას მიმართვაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები