პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან კომენტარისას თქვა.
„რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამის თაობაზე, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით, ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა. მე, როგორც პრემიერმინისტრი და მმართველი გუნდი პასუხისმგებელი ვართ ხალხის წინაშე“,- თქვა ღარიბაშვილმა.