ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი სააკაშვილზე: როდესაც პაციენტი გონზეა, ზონდით კვება აკრძალულია

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი სააკაშვილზე: როდესაც პაციენტი გონზეა, ზონდით კვება აკრძალულია

7-12-2022, 00:38 - 2022
400
       

„ძალით კვება [ზონდით], როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით“,  - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის ზონდით კვების გამოყენების ალბათობასთან დაკავშირებით საუბრობს, რის შესახებაც „ვივა მედში“ ცოტა ხნის წინ განაცხადეს.
 
გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მისი აზრით, კლინიკაში ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება.
 
თუ ადამიანი ჯერ კიდევ გონზეა, და ის განზრახ არ იღებს საკვებს, ამას ჰქვია შიმშილი და თუ იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს ისტორიაში და ამას ხელი უნდა მოაწეროს პაციენტმა, რის შემდეგაც კლინიკა თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
როდესაც ადამიანი გონზეა, ძალით კვება საერთაშორისო დადგენილებით იკრძალება
“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები