„სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეა“ - ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე

„სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეა“ - ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე
7-12-2022, 00:18 - 2022
633

„კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამდენიმე თვეზე შეიძლება იყოს თუ ასე გაგრძელდა პაციენტის წონის კლება“,  - ამის შესახებ ნევროლოგი თენგიზ წულაძე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის გასაჯაროებისას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.
 
მისი თქმით, თუ ეს პროცესი შეჩერდა და წონაში სწრაფი კლება აღარ გაგრძელდა, ექსპრეზიდენტის გადარჩენა შესაძლებელი იქნება.
 
კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამდენიმე თვეზე შეიძლება იყოს, თუ ასე გაგრძელდა პაციენტის წონის კლება რა თქმა უნდა. თუ არ გაგრძელდა და გაუმჯობესდა არა, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიში იყოს და რამდენიმე თვეს გულისხმობდეს“,  - ამბობს ნევროლოგი თენგიზ წულაძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა