„100 წლის შემდეგ ყველა გარდავიცვლებით“ - მაჭარაშვილი უკრაინაში დაღუპულ გმირებზე

„100 წლის შემდეგ ყველა გარდავიცვლებით“ - მაჭარაშვილი უკრაინაში დაღუპულ გმირებზე
6-12-2022, 12:52 - 2022
443

„100 წლის შემდეგ ყველა, მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

„ხალხის ძალის“ წევრი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც უკრაინაში მებრძოლს ქართველებს საწყალი ბიჭები უწოდა, ბოდიში არ აქვს მოსახდელი:

„100 წლის შემდეგ ყველა, მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს.

ბოდიში უნდა მოხადოს ყველამ, ომის პარტიის ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი ჭანჭიკებით დამთავრებული. პოლიტიკური ჭინკები, შავი ლენტა რომ უნდათ დაკიდონ ნაძვის ხეზე. საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტა? კითხეთ ხოშტარიას საკუთარ სახლში დაკიდა შავი ლენტა ნაძვის ხეზე?“, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა