პრეზიდენტი: არავინ აღარ უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს

პრეზიდენტი: არავინ აღარ უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს

5-12-2022, 22:21 - 2022
553
       

„არავინ აღარ უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა შეეგუოს მის საზღვრებს.

„...ეს ბრძოლა დღეს არის ისტორიული ბრძოლა ნამდვილად. როცა მივალთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და უთუოდ, სხვანაირად არ ხდება, ისტორიულად დრო მოვა, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ უნდა დავუშვათ და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ის შეცდომები,  რაც იყო დაშვებული საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ... რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, ისევე როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თვისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალებიდან ექსპანსიას დაუბრუნდეს, იმპერიალისტურ თავის ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს არის ის შედეგი ამ ომის, რაც ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს. და არავინ აღარ უნდა დაუშვას შეცდომა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს. არა, უნდა გაუფრთხილდეს ყველა იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს ის უსაფრთხოების ელემენტარული გარანტია, რასაც ქვია, რომ „ჩვენი საზღვარი ჩვენია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები