სარჯველაძემ: უკრაინაში გარდაცვლილებს პატივს მივაგებთ, თუ ქვეყანას ომს ავარიდებთ

სარჯველაძემ: უკრაინაში გარდაცვლილებს პატივს მივაგებთ, თუ ქვეყანას ომს ავარიდებთ

5-12-2022, 21:48 - 2022
393
       

"უკრაინაში გარდაცვლილებს პატივს მივაგებთ, თუ ქვეყანას ომს ავარიდებთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა სწორი არ არის.

"ზესახელმწიფოების ხელმძღვანელები, რომლებიც იარაღით ეხმარებიან უკრაინას, თავშეკავებულები არიან, როდესაც მოხალისეების უკრაინაში ბრძოლას ეხება საქმე. არ აკეთებენ ამას, ეს არის სწორი და საღი გადაწყვეტილება. გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას", - განაცხადა სარჯველაძემ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები