უკრაინაში დაღუპული სამხედროს მამა: ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს

უკრაინაში დაღუპული სამხედროს მამა: ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს

5-12-2022, 21:16 - 2022
935
       

უკრაინის ომში დაღუპული ჯამბულა ხოფერიას მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი არჩილ ხოფერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს.

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე ... არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია უბრალოდ იცოდეთ ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნხენში იყო დილის 9-ზე დამირეკა და მითხრა რომ მიდიოდა ..
უბრალოდ ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა... და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა...

იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი... 

მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც ვფიქრობ პირუთვნელად იარა", - წერს არჩილ ხოფერია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები