გადავა თუ არა სკოლები ონლაინ რეჟიმზე - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

გადავა თუ არა სკოლები ონლაინ რეჟიმზე - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

31-01-2022, 23:15 - 2022
13 872
       

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები სკოლების სწავლებისა და ბაღების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს საბჭოს სხდომაზე დააყენებენ.

„რაც შეხება სკოლების სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლას და ბაღების მუშაობას, ეპიდემიოლოგების მიერ თუ იქნება საკითხი დაყენებული, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილავთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები