„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განმარტებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.
მან პრეზიდენტს მიმართა, რომ ექსპერტული შეფასებების დრო აღარ არის.
„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო არ არის, დრო არის, რომ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან. შეწყალების მექანიზმი გაქვთ იმისთვის, რომ ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. ქალბატონო სალომე, ჯერი თქვენზეა, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ", - განაცხადა ვაშაძემ.