"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შესახებ განცხადებას აკეთებს.
ის გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს უსამძიმრებს.
"მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ჩვენი თანამემამულეების დაღუპვასთან დაკავშირებით უკრაინაში, თითოეული ადამიანის დაღუპვა არის ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც განიციდიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო", - განაცხადა გივი მიქანაძე.