პაპუაშვილი: რუსეთის აგრესიულ ომს 33 ქართველი ემსხვერპლა

პაპუაშვილი: რუსეთის აგრესიულ ომს 33 ქართველი ემსხვერპლა

5-12-2022, 10:51 - 2022
397
       

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები